კომპანია “ჰილს დეველოპმენტი” ახორციელებს საცხოვრებელი კომპლექსის „ვაკე ჰილსის“ მშენებლობას თბილისში, ი.ჭავჭავაძის 82-ში.
კომპლექსი ვაკე ჰილსი “ჰილს დეველოპმენტის” პრემიუმ ხაზის პირველი პროექტია. შენობა 5 სადარბაზოსაგან და 140 ბინისგან შედგება. ფასადი საუკეთესო ხარისხის ბუნებრივი მასალებით გამოირჩევა, ბინებიდან კი პანორამული ხედი იშლება თბილისზე. საცხოვრებელი პროექტი დაფუძნებულია ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებისაგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციაზე, რომელიც მომხმარებლისათვის უზრუნველყოფს კომფორტსა და უსაფრთხო გარემოს.
მშენებლობა ხორციელდება კომპანია ”დომუს კონსთრაქშენის” საუკეთესო ინჟინრებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით, რაც პროექტის კონსტრუქციული სიმტკიცის გარანტიაა. კომპანია ”დომუსისა” და “ჰილს დეველოპმენტის” ღირებულებები მუდამ იყო და იქნება ხარისხი.
მკაცრად დაცული მშენებლობის ვადები, მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალები, ენერგოეფექტური პროექტები და მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები, ეს ის მცირე ჩამონათვალია იმ კონკურენტული უპირატესობებისა, რასაც “ვაკე ჰილსი” ქმნის სამშენებლო ბაზარზე.
შეიყვანეთ მობილურის ნომერი და გაყიდვების მენეჯერი დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში.